ItalianEnglishGeorgianRussian


თქვენი დახმარების წყალობით!

ფოტოები…

დახმარება სამტრედიის საფეხბურთო სკოლას

25 დეკემბერს, სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი, კახა კალაძემ "კალა ფონდის" ეგიდით გამართა მორიგი აქცია, რომლის დროსაც სამტრედიის საფეხბურთო სპორტსკოლის 9დან 16წლამდე ასაკის 100 ბავშვს საჩუქრად გადაეცა სრული სპორტული ეკიპირება, სადაც შედის სავარჯიშო და სათამაშო ტრუსები, მაისურები,წვივსაფრები,თბილი მოსასხამები,მეკარის მაისურები და ხელთათმანები, ასევე ყველა მწვრთნელს გადაეცემა შესაბამისი სპორტული კომპლექტი. აღსანიშნავია, რომ ყველა საჩუქარი სპეციალურად სამტრედიის სპორტსკოლისთვისაა დამზადებული, ცნობილიური იტალიური ბრენდის "errea"-ს მიერ. იტალიური "errea"-ს ლოგოიანი მაისურით ბევრი ევროპული კლუბი თამაშობს, მათ შორის იტალიური "ბარი", "ატალანტა", "პარმა", ჰოლანდიური "დენ ჰააგი", ბელგიური "შარლერუა", შოტლანდიური "ჰიბერნიანი", ესპანური "ნუმანსია" და სხვები. კახა კალაძის "კალა ფონდისათვის" სამტრედიის საფეხბურთო სპორტსკოლის სრული სპორტული ეკიპირებით დასაჩუქრება მორიგი საქველმოქმედო აქციაა, ახლახანს "კალა ფონდი" ფინანსურად დაეხმარა აკადემიკოს ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის 30 პატარა პაციენტს.

დაწვრილებით...
 
დახმარება ონკოლოგიური ცენტრის მცირეწლოვან პაციენტებს

5 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და ,,კალა ფონდის” პრეზიდენტმა კახა კალაძემ, ეროვნული ნაკრების მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან ერთად ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის 20 მცირეწლოვანი პაციენტი მოინახულა. კახა კალაძემ ,,კალა ფონდის” სახელით მათ საჩუქრები გადასცა და თითოეულს 500 ლარის ოდენობის ფულადი დახმარება გაუწია.

დაწვრილებით...
 
სოფელ მუსხის ახალგაზრდული საფეხბურთო ტურნირის გახსნა

2010 წლის 27 ივნისს “კალა ფონდის” მიერ დაფინანსებული ახალციხის რაიონის სოფელ მუსხის საფეხბურთო სკოლის ბაზაზე მუსხის ახალგაზრდული საფეხბურთო ტურნირი გაიხსნა. ტურნირის გახსნაზე დასასწრებად მუსხში კახა კალაძე და “კალა ფონდის” წარმომადგენლები საგანგებოდ ჩავიდნენ. გახსნის ცერემონილზე მუსხის საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელებს საფეხბურთო ფორმები, რომლებიც “კალა ფონდის” დაფინანსებით შეიკერა, პირადად კახა კალაძემ გადასცა. ცნობილმა ლეგიონერმა და “კალა ფონდის” დამფუძნებელმა გამარჯვებული გუნდისთვის გადასაცემი საფეხბურთო ბურთიც გადასცა საკუთარი ავტოგრაფით. ახალგაზრდულ ტურნირში გამარჯვება მუსხის საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელებმა მოიპოვეს, რაც “კალა ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტის უდაოდ დიდი წარმატების მაჩვენებელია.

 
სოფელ მუსხის საფეხბურთო სკოლის გახსნა

2010 წლის 7 აპრილს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში “კალა ფონდის” დაფინანსების საფუძველზე სათანადო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სკოლა გაიხსნა. პროექტის ინიციატორია არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანსაღი თაობა”. პროექტი მიზანად ისახავდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში მიღებული სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სკოლის შექმნას, სადაც რაიონის ახალგაზრდები, კერძოდ კი, 6-დან 15 წლამდე მოზარდები კვალიფიცირებული მწვრთნელების დახმარებით და სათანადო მატერიალური ბაზის და ინვენტარის გამოყენებით შეძლებენ ფეხბურთში ვარჯიშს, რაც, ერთის მხრივ, ახალციხის რაიონის მოზარდებში ფეხბურთით სერიოზულად დაინტერესების ზრდას შეუწყობს ხელს, დაეხმარება მათ ამ ინტერესის კვალიფიცირებულ განვითარებაში და, მეორე მხრივ, იგივე რაიონის მოზარდ თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასაც დაეხმარება. “კალა ფონდი” დაფინანსებული მუსხის საფეხბურო სკოლის პროექტს სამი წლის განმავლობაში, 2012 წლამდე დააფინანსებს. პროექტის ფარგლებში “კალა ფონდი” უზრუნველყოფს სათანადო მატერიალურ ტექნიკური ბაზის შექმნას და სკოლის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარით აღჭურვას. სკოლის გახსნისთვის ფონდის მიერ დაფინანსდა: მუსხის სტადიონის ტექნიკური აღჭურვა (საფეხბურთო კარებების და ბადეების დამზადება), სკოლის 60-მდე აღსაზრდელისთვის სავარჯიშო და საფეხბურთო ფორმების შეკერვა, სასტვენების, დროშების და 50 ბურთის შეძენა, მწვრთნელების ფორმების დამზადება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლის 2 მწვრთნელის და მსაჯების საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპეციალურ კურსებზე გადამზადება. სამი წლის მანძილზე “კალა ფონდი” მწვრთნელების ყოველთვიური ხელფასის გადახდასაც უზრუნველყოფს. ამჟამად მუსხის საფეხბურთო სკოლაში ახალციხის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის 60-მდე აღსაზრელი ვარჯიშობს. სკოლის ინაუგურაცია 2010 წლის 7 აპრილს შედგა.

 
ეწერის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის გაზიფიკაცია

2010 წლის გაზაფხულზე “კალა ფონდმა” ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების უზრუნველყოფისთვის საჭირო სამუშაოები და წყლის გამათბობელის შეძენა დააფინანსა. ეწერის მცირე საოჯახო ტიპის სახლში ძირითადად განთავსებული არიან ინსტიტუციური დაწესებულებების ყოფილი აღსაზრდელები, კერძოდ კი, მშობლების მზრუნველობას მოკლებული ის ბავშვები, რომელთა მიმდინარე ეტაპზე ვერც ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება და ვერც მათი შვილობილობა ან შვილად აყვანა ხერხდება. 2010 წლის ივნისიდან “კალა ფონდის” ფინანსური დახმარებით ეწერის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი აირის მიწოდებით, რაც ბავშვთა სახლის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენდა.

 
© 2008 Kala Foundation - C.F. 97490800154 - by AXSET-MI