• Italian
  • English
  • Georgian
  • Russian


თქვენი დახმარების წყალობით!

ფოტოები…

 
023.jpg
5 ათასისთვის არასამთავრობო ორგანიზაციას KALAFOUNDATION

Kaladze

ამ წლიდან მოყოლებული, არასამთავრობო ორგანიზაცია Kalafoundation-ის სასარგებლოდაც არის შესაძლებელი ათასზე ხუთი შენატანის განხორციელება ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადისგან.

ათასზე ხუთის შეტანა არ ჯდება არაფერი, მოდელიდან UNICO, 730 და CUD საკმარისია იმ ნაწილის არჩევა, რომელიც მიძღვნილია შემდეგისთვის:

"მოგების მიზნის არმქონე, სოციალური ხასიათის ორგანიზაციების მხარდასაჭერად",

საკუთარი ხელმოწერის დასმით და ჩვენი ფისკალური კოდის მითითებით 97490800154

ერთად ჩვენი გზის გასაგრძელებლად

 
"საქართველო სპარსეთსა და ევროპას შორის"
2010 წლის 10 მარტს, თბილისში, გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში გაიმართა 2009 წლის თებერვალში, საფრანგეთში, ცნობილი გამომცემლობა ”L’ HARMATTAN”-ის მიერ გამოცემული სტატიათა კრებულის "საქართველო სპარსეთსა და ევროპას შორის" პრეზენტაცია. კრებული ქართველი და უცხოელი აღმოსავლეთმცოდნეების ნაშრომებს აერთიანებს და გამოცემულია პროფესორი ირინა ნაჭყებიასა და პროფესორი ფლორანს ელო-ბელიეს რედაქტორობით. ნაშრომის შეძენა და საქართველოში ჩამოტანა "კალა ფონდმა" უზრუნველყო. კრებულში წარმოდგენილ სტატიებში შესწავლილია სპარსეთისა და საქართველოს ურთიერთობა უძველესი დროიდან XIX საუკუნის ბოლომდე, აღნიშნულია საქართველოს, როგორც გზაჯვარედინის დიდი მნიშვნელობა ევროპასა და სპარსეთს შორის. ეს კრებული ამ თემაზე უცხოურ ენაზე გამოქვეყნებული შრომების შეკრების და გამოცემის პირველი მცდელობაა, რომელსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მკვლევართა საერთაშორისო საზოგადოებისთვის. თბილისში გამართულ პრეზენტაციას ნაშრომის ქართველი და ფრანგი რედაქტორების გარდა ქართველ მეცნიერთა საზოგადოება და თბილისში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრენ.
 
საახალწლო საჩუქრები წყნეთის ბავშვთა სახლისთვის

2009 წლის 25 დეკემბერს, «კალაფონდის» ინიციატივით კიდევ ერთი წინასაახლწლო საქველმოქმედო აქცია მოეწყო. საახალწლო საჩუქრები, ტკბილეული, ნაძვის ხე და სათამაშოები, ისევე როგორც თბილი ქუდები წყნეთის ბავშვთა სახლს გადაეცა, რომელშიც ამჟამად 5-დან 15 წლამდე ასაკის 104 აღსაზრდელია. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა კახა კალაძემ და მისმა მეუღლემ ანუკა არეშიძემ მიიღეს. კახა კალაძემ პირადად მიულოცა წყნეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი და სიხარული და წარმატებები უსურვა მათ. ასევე აღნიშნა, რომ მისი საქველმოქმედო ფონდი მომავალშიც გამართავს აქციებს წყნეთის ბავშვთა სახლის დახმარების მიზნით. შემდეგ კი მეუღლესთან ერთად ასევე პირადად გადასცა თითოეულ ბავშვს საჩუქრები. წყნეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა მადლობის ნიშნად საზეიმო კონცერტი გამართეს კახა კალაძისთვის და «კალაფონდის» სხვა წარმომადგენლებისთვის. საჩუქრების გადაცემის და ავტოგრაფების დარიგების შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და «მილანის» მცველმა წყნეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად იმპროვიზირებულ საფეხბურთო მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.

ixileT fotoebi ganyofilebaSi galerea.
 
© 2008 Kala Foundation - by Go Action