• Italian
  • English
  • Georgian
  • Russian


თქვენი დახმარების წყალობით!

ფოტოები…

 
006.jpg
ფეხბურთი მომავალი თაობისთვის PDF ბეჭდვა ელფოსტა

“კალაფონდმა” თხოვნით მიმართა საერთაშორისო საფეხბურთო სამყაროს, რომ სოლიდარობა და თანადგომა გამოეხატა ფონდის მიერ ინიცირებული პროექტების რეალიზაციისთვის საჭირო სახსრების მოძიებაში. ამჟამად ფონდი ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის შესწავლის პროცესშია, როგორიც არის საზაფხულო მეგობრული შეხვედრების და საქართველოსა და იტალიაში ახალგაზრდული საფეხბურთო ტურნირების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობის მიიღებენ “პრიმავერას”, “ალიევი და მილანოს”, თბილისის “დინამოს”, კიევის “დინამოს” და “სამტრედიის” გუნდები. ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა და დამწყები ფეხბურთელების მომავალი პროფესიონალური ზრდისათვის. ხსენებული ტურნირის და ამხანაგური შეხვედრების ჩატარებაზე შემოსული სარეკლამო და სპონსორული თანხები, ისევე როგორც ტურნირის ტრანსლაციის უფლების გაყიდვიდან შემოსული თანხები, მომავალში იმ პროექტებს მოხმარდება, რომლებიც მზრუნველობამოკლებული ბავშვების პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებენ.

 

 

ბოლო განახლება ( Thursday, March 18 2010
Local time is 14:51 )
 
< წინა   შემდეგი >
© 2008 Kala Foundation - by Go Action