• Italian
  • English
  • Georgian
  • Russian


თქვენი დახმარების წყალობით!

ფოტოები…

 
002.jpg
საქველმოქმედო აუქციონი PDF ბეჭდვა ელფოსტა

"კალა ფონდი" გაცნობებთ, რომ 2008 წლის განმავლობაში ფონდის მხარდამჭერთა დახმარებისა და თანადგომის მეშვეობით შეგროვდა სახსრები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად იქნა გამოყენებული.
"კალა ფონდს" სურვილი აქვს კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას ამ მიმართულებით და შესაბამისად, 2009 წლის 26 იანვრიდან 2 თებერვლამდე ონლინე აუქციონი გამართოს, სადაც გასაყიდად ა. პატოს, კ. კალაძის და დ. ბექჰემის ავტოგრაფიანი მაისურები გაიყიდება.
აუქციონში მონაწილეობის სისტემა ძალიან მარტივია: მაისურების შეძენის მსურველებმა ი-მეილ შეტყობინება უნდა გაგზავნონ მისამართზე : ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს @kaladze.it ან  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს @kalafoundation.org. მითითებული უნდა იყოს მონაწილის ტელეფონის ნომერი და შენატანის ოდენობა. თითოეული მაისურის ფასი 150 ევროა. მონაწილე ყოველდღიურად მიიღებს ე-მეილ შეტყობინებებს აუქციონის მიმდინარეობის შესახებ. მაისურის შეძენის შემთხვევაში, აუქციონში მონაწილე პირი "კალა ფონდისგან" მიიღებს საგადასახადო ქვითარს იმის დასტურად, რომ მის მიერ გადახდილი თანხა არასამთავრობო ორგანიზაციის ფონდში გადაირიცხა.
"კალა ფონდი" წინასწარ გიხდით მადლობას აუქციონში მონაწილეობისთვის.

 

 
< წინა   შემდეგი >
© 2008 Kala Foundation - by Go Action